საჯარო ლექცია – ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში: ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები“ გაიმართება

15 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში არქიტექტორ პამელა ჯერომის საჯარო ლექცია: ,,ურბანული გარემოს გამოწვევები იუნესკოს ჩარჩოში: ისტორიული ურბანული ლანდშაფტის პარადიგმები” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია გაიმართება სემინარ-ვორკშოფის „ცხოვრების ხარისხი – არქიტექტურა მდგრადი გარემოსათვის” ფარგლებში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს ამერიკელი მეგობრები და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში Studio L – თან თანამშრომლობით ახორციელებს .
პროექტის მიზანია დიალოგის პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო რანგის ექსპერტებს და პროფესიონალებს, ისაუბრონ ცხოვრების ხარისხზე თანამედროვე ქალაქებში, ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, ტრაფიკის, ქალაქში ადამიანური ფაქტორის, მოსახლეობის ჩართულობის, მწვანე და საჯარო სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე, მდგრადობაზე და სხვა.
სემინარ-ვორკშოფის ფარგლებში 16 დეკემბერს, 10:00-დან 16:00 საათამდე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება ვორკშოფი შემდეგ თემებზე: ისტორიული ურბანული გარემოს პარადიგმები, კონტექსტი-ტექსტურა, ქვემოდან-ზემოთ მოსახლეობის ჩართულობა ურბანულ პროცესებში, ტრაფიკი და ქალაქი, საფეხმავლო ტენდენცია ნიუ-იორკში, მწვანე და საჯარო სივრცეები ქალაქში.
სპიკერები: პამელა ჯერომი (აშშ)/კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მემკვიდრეობის დაცვის სტუდიო პრეზიდენტი, ბორდის წევრი, მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის წევრი; ბეტ ბინგჰამი (აშშ), პრატის ინსტუტის პროფესორი, NY4P (New York for parks) ოფისის დირექტორი; მისაკ ტერზიბაზიანი (ჰოლანდია), UArchitects დამფუძნებელი და მფლობელი, მემკვიდრეობის კომისიის და ODZOB წევრი.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სასტუმრო „რუმსი“.
ლექცია გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ფურცელაძის ქ.1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები