ნინო ამირეჯიბის ახალი წიგნის – „პრეზიდენტი 7 წლით“ წარდგინება გაიმართება

19 დეკემბერს, 19 საათზე, წიგნის სახლი „შაქრო ბაბუა“ (მისამართი: ჭავჭავაძის 17 ა) მასპინძლობს 23 წლის მწერლის, ფსიქოლოგის, ნინო ამირეჯიბის ახალი წიგნის  „პრეზიდენტი 7 წლით“ წარდგინებას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი „პრეზიდენტი 7 წლით“ პოლიტიკოს ქალზეა თავისი შეცდომებითა და სისუსტეებით, რომელსაც არასდროს დაუკარგავს პირვანდელი სახე. მთავარი გმირი მერი ჯაფარიძე შინაგანი ბუნებით ალბათ ისეთივე ქალია, როგორც ჩვენს რეალობაში არსებული ნებისმიერი სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც უყვარს, სტკივა, განიცდის, უხარია, ტირის და რაც ყველაზე მთავარია, გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას იმ ხალხის წინაშე, რომელმაც წლების წინ აირჩია.
,,პრეზიდენტი 7 წლით” ნინო ამირეჯიბის მეორე ნაწარმოებია (გამომცემლობა ,,ინტელექტი“).
პირველი წიგნი ,,გოგონა მონტე-ნაპოლეონეს ქუჩიდან“ (21 წლის ასაკში გამოსცა) დიდი მოწონებით სარგებლობს ახალგარდა მკითხველთა შორის.
ნინო ამირეჯიბის მოთხრობა  „აზადა“  ლიტერატურულ კონკურს ,,წეროს” 2015 წლის საუკეთესო ნაწარმოების კრებულში მოხვდა.
ნინო ამირეჯიბის ნაწარმოებები გამოირჩევა სულიერი სიღრმით, ავტორი ცდილობს, გმირების ქვეცნობიერში ჩაგვახედოს და მიზეზის მიზეზი გვაპოვნინოს, ამაში ავტორს მისი პროფესია უდავოდ ეხმარება.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნაკაშიძის სახელობის ხელოვნების სკოლის ვიოლინოსა და ფორტეპიანოს კლასის წარმატებული მოსწავლეები, ლაურეატები, უამრავი ჯილდოსა და პრიზის მფლობელები, ვირტუოზი მუსიკოსები – შმაგი და გაგი სიხარულიშვილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები