„დინების მიყოლებით/საწინააღმდეგოდ. თანამედროვე ფოტოგრაფიის ინტერვენცია”

15 დეკემბერს, 18:30 საათზე, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa) და გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, წარმოადგენს ფოტოგამოფენას: „დინების მიყოლებით/საწინააღმდეგოდ. თანამედროვე ფოტოგრაფიის ინტერვენცია”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილია გერმანიაში მცხოვრები ფოტოხელოვანების: ვიქტორია ბინჩოკისა (დაბადებული 1972 წელს მოსკოვში) და მიხაელ შეფერის (დაბადებული 1964 წელს ზიგმარინგენში) ნამუშევრები. ხელოვანები ფოტოგრაფიას ახალი ხედვით განიხილავენ და საკუთარ ხედვას ამკვიდრებენ – ისინი თავად იჭრებიან კადრში.
ექსპოზიცია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება აღიქმებოდეს, აისახებოდეს მედიასურათები და მათი ფუნქციონალური დატვირთვა. ბინჩოკი და შეფერი თავიანთი ნამუშევრებით იმ ხელოვანების ტრადიციას აგრძელებენ, რომლებიც 70-იანი წლებიდან მოყოლებული დაინტერესებულები არიან მედიის თემით.
გამოფენის კურატორები არიან: ფლორიან ებნერი და კრისტიან მიულერი.
აღნიშნული ექსპოზიციის პარალელურად, გოეთეს ინსტიტუტი წარმოადგენს ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენას ,,რეაქცია”, რომელშიც მონაწილეობენ: გურამ წიბახაშვილი, თინა კიღურაძე, რიტა ხაჩატურიანი და ვახო ხეთაგური.
გამოფენები 2017 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები