დიმიტრი ლორთქიფანიძე: მე პირადად, მარგველაშვილი არ მიმაჩნია საქართველოს პრეზიდენტობის ეტალონად

“ბატონ მარგველაშვილს შეეძლო თავდადებულის სტატუსით მაინც წასულიყო პოსტიდან”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილმა არ გამოიყენა ის უფლებები,რაც მას კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული.
„საქართველოს პრეზიდენტი ბევრად უფრო მოქნილი და ინიციატივიანი უნდა ყოფილიყო. მას ურჩიეს, რომ არ მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და დაიჯერა ეს, რადგან ბრძოლა პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაემსგავსა მანგუსტისა და კობრას ბრძოლას და პრეზიდენტმა იცოდა, რომ მაინც დამარცხდებოდა ამ ბრძოლაში და გაცლა ამჯობინა. მე პირადად, მარგველაშვილი არ მიმაჩნია საქართველოს პრეზიდენტობის ეტალონად“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები