დიმიტრი ლორთქიფანიძე: მომავალი არჩევნები მაჟორიტარული სისტემის შეცვლილი ვარიანტით უნდა ჩატარდეს

“ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში გვექნება კონკრეტული მოთხოვნები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მაჟორიტარული სისტემის შეცვლას თვლის.
„მე ვთვლი, რომ კომისიაში ოპოზიციური პარტიები არ უნდა იყვნენ ფორმალურად ჩართულები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი იქნება მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე საუბარი“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები