დიმიტრი ლორთქიფანიძე: პრეზიდენტი უნდა დათანხმებოდა შეთავაზებას საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვის თაობაზე

„დემოკრატიული მოძრაობა“ აცხადებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საკონსტიტუციო კომისიასთან”, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლორთქიფანიძისთვის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე პრეზიდენტის უარი გაუგებარია. „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი თვლის, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო იმ 20 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად, რომლებიც კონსტიტუციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ.
„ჩვენ აუცულებლად ჩავერთვებით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. მე ვთვლი, რომ როცა კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს მიუვიდათ შეთავაზება კომისიის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ, ამაზე ერთადერთი პასუხი უნდა ყოფილიყო “დიახ”.
პრეზიდენტს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ასეთი პოლიტიკური სუბიექტი 20-მდეა, მათთან ერთად შეძლებოდა სერიოზული ბერკეტი ჰქონოდა კომისიაში და ბევრი საკითხზე გავლენა მოეხდინა, მისი უარი არ უნდა დასრულებულიყო, თუნდაც თანათავმჯდომარეობაზე უარის განცხადების შემდეგ.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები