“პრეზიდენტმა შესთავაზა მმართველ ძალას, რომ ფართო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ერთობლივად ემუშავათ”

“პრეზიდენტმა შესთავაზა მმართველ ძალას, რომ ფართო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ერთობლივად ემუშავათ“, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს.
როგორც ჩიხრაძემ განმარტა, პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება მმართველმა ძალამ არ გაიზიარა, რაც პრეზიდენტის მხრიდან უარის თქმის მიზეზი გახდა.
„გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკმაოდ მკაფიო არგუმენტაციით შესთავაზა მმართველ ძალას, რომ ფართო ფორმატის და ფართო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე ერთობლივად ემუშავათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ იქნა გაზიარებული მმართველი ძალის მიერ. ჩვენ კომისიის მუშაობაში ჩართულობაზე ამ კუთხით უარი ვთქვით, მაგრამ ამავე დროს, გამოვთქვით აბსოლუტური მზადყოფნა და ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობადაც მიგვაჩნია ის, რომ საერთო სახალხო განხილვების ეტაპზე, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად ჩაერთვება ამ განხილვის პროცესში”, – განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები