„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“- XIX საერთაშორისო ფესტივალი იწყება

საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ წელს მეცხრამეტედ გაიმართება. ფესტივალს კონსერვატორიის დიდი დარბაზი, „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 – 28 დეკემბერს უმასპინძელებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, „საახაწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში 9 ღონისძიება გაიმართება.
ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული, საორღანო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოებს.
წინამორბედების მსგავსად, წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მონაწილეობენ:
პიანისტები: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ლუკა დებარგი (საფრანგეთი), ანტონი ბარიშევსკი (უკრაინა) და ალექსანდრე კორსანტია.
მსმენელის წინაშე წარდგება პოლონელი ორღანისტი მარეკ შტეფანსკი.
რუბრიკა „დებიუტში“ წარმოდგენილია ფოლკლორული მუსიკის კონცერტი – ანსამბლი „ადილეი“.
ფესტივალის ფარგლებში ჯაზის ორი საღამო გაიმართება: აარონ გოლდბერგის (აშშ) და კარელ ბოლეს ტრიო (ნიდერლანდები) დიდი დარბაზის სცენაზე 18 და 19 დეკემბერს დაუკრავენ.
ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე ახალი მუსიკის საღამოს წარმოადგენს.
კამერული მუსიკის კონცერტი ცნობილ ქართველ მევიოლინეს, მარინე იაშვილს ეძღვნება.
ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში გურამ თიკანაძის 50-იანი წლების ფოტოგამოფენა იქნება წარმოდგენილი.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.

ფესტივალის განრიგი:

• 14 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ლუკა დებარგი (საფრანგეთი);

• 16 დეკემბერი, 19:00სთ – ახალი მუსიკის საღამო – კოკა ნიკოლაძე;

• 18 დეკემბერი, 20:00სთ – ჯაზის საღამო – აარონ გლოდბერგის ტრიო (აშშ);

• 19 დეკემბერი, 20:00სთ – ჯაზის საღამო – კარელ ბოლეს ტრიო (ნიდერლანდები);

• 20 დეკემბერი, 19:00სთ – დებიუტი – ფოლკლორული მუსიკის კონცერტი
ანსამბლი „ადილეი“;

• 22 დეკემბერი, 19:00სთ – საორღანო მუსიკის კონცერტი – მარეკ შტეფანსკი (პოლონეთი);

• 24 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი – ანტონი ბარიშევსკი (უკრაინა);

• 26 დეკემბერი, 19:00სთ – კამერული მუსიკის კონცერტი – ეძღვნება მარინე იაშვილს.
რომან სიმოვიჩი (ვიოლინო/მონტენეგრო), ნათელა პოლიტკოვსკაია-იაშვილი (ფორტეპიანო);

• 28 დეკემბერი, 19:00სთ – საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი –
ალექსანდრე კორსანტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები