წიგნის „მწვანე ანთოლოგიის“ წარდგინება გაიმართება

8 დეკემბერს, 18:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და “კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართება პუბლიკაციის: „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“ წარდგინება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარდგინების დროს ბუნდესტაგის წევრი გერმანიის მწვანეთა პარტიიდან („გაერთიანება 90/მწვანეები“), ცნობილი ეკონომისტი გერჰარდ შიკი წაიკითხავს მოხსენებას: „რას ნიშნავს სოციალური სამართლიანობა 21-ე საუკუნეში“.
გამოცემაში შესულია როგორც „მწვანე ლიბერალი“ ავტორების (რალფ ფუქსი), ასევე მემარცხენე ეკონომიკური თეორიების მხარდამჭერი მეცნიერების (ვოლფგანგ შტრეეკი) სტატიები. წიგნში იბეჭდება გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მსოფლიოში ცნობილი ეკოფემინისტის პეტრა კელის მიმართვის ტექსტიც.
პუბლიკაციაში ასევე შესულია ამონარიდი მკვლევართა მიერ პირველ ეკოსოციალისტ ავტორად აღიარებული რუდოლფ ბაროს წიგნიდან. ანთოლოგია მოიცავს დღემდე მოღვაწე „მწვანე პოლიტიკოსების“, ბუნდესტაგის მოქმედი დეპუტატების – გერჰარდ შიკისა და იურგენ ტრიტინის – უახლეს პუბლიკაციათა მონაკვეთებსაც.
თავისუფალი საბაზრო ფუნდამენტალიზმისა და პლანეტის გადახურების ურთიერთკავშირის დასაბუთების მიზნით წიგნში კანადელი სამოქალაქო აქტივისტის ნაომი კლაინის წერილიც არის გამოქვეყნებული.
წარდგინება გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს თბილისის ოფისში. მისამართი: ზოვრეთის ქუჩა 38.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები