წიგნის „ანანაურის დიდი ყორღანი 3″ წარდგინება გაიმართება

8 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წიგნის „ანანაურის დიდი ყორღანი 3″ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, „ანანაურის დიდი ყორღანი 3″ გამოიცა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინასებული პროექტის „ანანაურის №3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია” ფარგლებში. პროექტის კვლევის ობიექტს წარმოადგენდა 2012 წელს ლაგოდეხის რაიონში შესწავლილი ძვ.წ. III ათასწლეულის ყორღანული სამარხი.
წიგნში თავმოყრილია ისტორიულ-არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგები. „ანანაურის დიდი ყორღანი 3″ მოიცავს როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აიქს მარსელის უნივერსიტეტის, მელბურნის უნივერსიტეტის, გერმანიის გერმანულ-რომაული ცენტრალური მუზეუმის, ვეიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტისა და მაქსპლანკის საზოგადოების მეცნიერების სტატიებს.
წიგნში „ანანაურის დიდი ყორღანი 3″ წარმოდგენილი კვლევებით მიღებულია მრავალმხრივი ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის ძვ. წ. III ათასწლეულის ბუნებრივი პირობებისა და კულტურული განვითარების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები