ანეტა ბასიშვილის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

7 დეკემბერს, 20:00 საათზე, ანეტა ბასიშვილის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ანეტა ბასიშვილი გამორჩეულად საინტერესო და მრავალფეროვანი ხელოვანი იყო, რომელიც მუშაობდა: კერამიკაზე, გობელენზე, თექაზე, თიხაზე, ფაიფურზე და ქვაზე. მისი ხელოვნება გამოირჩევა როგორც ქართული ტრადიციული ორნამენტებით და კერამიკის ეროვნული ტრადიციების განვითარების მცდელობებით, ასევე აბსტრაქტული კომპოზიციებით. საინტერესოა, რომ ის აკეთებდა ეგრეთ წოდებულ, ჭედურ ნაკეთობებს“ („ჩიკანკებს“), რაც მის ხელოვნებას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, რადგან ამ მიმდინარეობის ქალი შემსრულებლები იშვიათად გვხდება.
ანეტა ბასიშვილი, მხატვარ ლ. ნაკაშიძესთან ერთად, არის საქართველოს სახელმწიფო არქივის შენობის ფასადის დეკორატიული პანოების ავტორი.
მისი ნამუშევრები დაცულია კუსკოვოს ფაიფურის, მოსკოვის გამოყენებით ხელოვნების მუზეუმში. ასევე ვანის და რაბათის ციხის მუზეუმებში.
მისი ნაკეთობების დათვალიერება და შეძენა შეუძლია ყველას,საქველმოქმედო გამოფენაზე, გალერეაში Estia. გამოფენიდან შემოსული თანხა გადაეცემა ანეტა ბასიშვილის ოჯახს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები