„დასაბრუნებელი ტერიტორიები” – ვაჩე რაინდელის ფოტოგამოფენა გაიმართება

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, გალერეა Black & White-ში, ვაჩე რაინდელის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფოტოგამოფენას სიმბოლურად ჰქვია „დასაბრუნებელი ტერიტორიები”. დამთვალიერებელს  შესაძლებლობა მიეცემა, დაათვალიეროს და შეიძინოს ფოტოები იმ ადგილებისა, რომლის გადაღებაც ძალიან დიდი რისკისა და ზეწოლის ქვეშ მიმდინარობდა.
„უპრეცედენტო ფოტომასალებია.  წარმოდგენილი იქნება (აფხაზეთი, სამაჩაბლო, ტრაპიზონი, ტაო-კლარჯეთი, ლორე, ჰერეთი)… დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო გულთან მიიტანს და მეტ მხარდაჭერას გამოხატავს პროექტის მიმართ, რომელზეც პარალელურად ვმუშაობ, ეს გახლავთ ფოტოკრებული, ანუ მთელი საქართველო ერთ წიგნად, წართმეული და არსებული ტერიტორიებით.
ეს წიგნი იქნება – კიდევ ერთი ქართული მესიჯი მსოფლიოს, დადასტურებული ფაქტებით, (ფოტომასალებით), რომ ტერიტორიები, რომლებიც საზღვრებს გარეთ მოექცა, საქართველოა.
მერწმუნეთ, თითოეული გაყიდული ფოტოდან შემოსული თანხა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნულ პროექტს. დიდი მადლობა წინასწარ… თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს“, – აცხადებს ვაჩე რაინდელი.
ღონისძიებას გაალამაზებენ ცნობილი პოეტები და მუსიკოსები.
წარმოდგენილი კომპოზიციები და ნომრები მიეძღვნება აღნიშნულ თემას. გამოფენის ავტორის სურვილია, დაინტერესდნენ ის ადამიანები, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიონ ქართული ფოტოკრებულის გამოცემას, რომელიც შემდგომ მსოფლიოს მრავალ ბიბლიოთეკაში გავრცელდება.
გამოფენა 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: ვერა, გოგებაშვილის N46.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები