თარგმანის კვირეული – შეხვედრა ანი კოპალიანთან გაიმართება

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“   გაიმართება შეხვედრა ანი კოპალიანთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა თარგმანის კვირეულის ფარგლებში ტარდება, რომელსაც წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ 5-დან 9 დეკემბრამდე მასპინძლობს.
ანი კოპალიანი – ფილოლოგი, თარგმანთმცოდნე, მთარგმნელი, პედაგოგი.
თარგმნა ედით უორტონის, თომას ვულფის, ლ. მ. ოლკოტის, მარგარეტ ეტვუდის რომანები და მოთხრობები; უილიამ შექსპირის, რადიარდ კიპლინგის, სილვია პლათის, ენ სექსტონის, ბორის პასტერნაკის, მარინა ცვეტაევას, ვლადიმერ ვისოცკის პოეტური ნაწარმოებები.
2010 წელს ამერიკელ პოეტ ტიმ კერჩერთან ერთად თარგმნა ბესიკ ხარანაულის პოემა „ხეიბარი თოჯინა“ ინგლისურ ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები