„მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ – თომა ჩაგელიშვილის ფილმის ჩვენება გაიმართება

9 დეკმბერს, 19:00 საათზე, “კავკასიურ სახლში”  თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის: „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დოკუმენტური ფილმი ასახავს ხურვალეთში მცხოვრები ოჯახის ისტორიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა აღმოჩნდა. ფილმი კიდევ ერთხელ გვახსენებს აგვისტოს ომის შედეგად დაზარებული ადამიანების ყოველდღიურ სირთულეებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა პრაღაში კინოფესტივალ One World-ზე, ხოლო ქართველი მაყურებლისთვის ფილმის წარდგენა დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე CinéDOC-Tbilisi შედგა.
ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც ფილმის რეჟისორიც დაესწრება. დისკუსიის დროს მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, რეჟისორთან ერთად განიხილოს დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებული საინტერესო თემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები