პროკურატურა: ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე გაგრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების გამოსავლენად  – ვიდეო

„ალექსანდრე მუხაძე პირდაპირ ეუბნებოდა საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს, რა უნდოდა მას 26 მაისს რუსთაველის გამზირზე. ყოფილიყო სახლში და არ მოხვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში“, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძის ვარაუდით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში, შესაძლოა სხვა მაღალი თანამდებობის პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი თანამდებობის პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„დანაშაულში ჩართული სხვა მაღალი თანამდებობის პირების გამოსავლენად გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის გეტყვით, რომ ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ბრალდება წარედგინა, პირდაპირ ეუბნებოდა საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს, რომ რა უნდოდა მას 26 მაისს რუსთაველის გამზირზე, ყოფილიყო სახლში და არ მოხვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო მისი პირველი კომენტარი, როდესაც ზურაბ ქურციკიძეს შეხვდა. თუმცა დავალება, შესაძლოა, მოდიოდა სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ერთ-ერთი კი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები