ფილმ „გაღმა ნაპირის” ჩვენება-განხილვა გაიმართება

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, მხატვრული ფილმის “გაღმა ნაპირის” ჩვენება-განხილვა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, განხილვა მღვდელ დავით თავაძესთან ერთად იგეგმება.
ფილმის აღწერა:
12 წლის ბიჭს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილთა თაობას მიეკუთვნება, ცხოვრება მრავალ წინააღმდეგობას უმზადებს. სამოქალაქო ომმა თედოს წაართვა ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმი მოგვითხრობს თედოს მცდელობაზე, დაიბრუნოს იმედი და რწმენა საკუთარ თავში.
ყოველ მეორე ხუთშაბათს, 19:00 საათზე, „დავითიანნის“ დარბაზრში გაიმართება ფილმების ჩვენება-განხილვა, მოძღვრებთან, ფსიქოლოგებთან, კინომცოდნეებთან და სხვა ცნობილ პიროვნებებთან.
ღონისძიების ორგანიზატორია „დავითიანნი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები