გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

9 დეკემბერს, 18:00 საათზე, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“ მწერალ გურამ დოჩანაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია შეხვედრების ციკლის „მე -ევროპელის“ ფარგლებში ჩატარდება.
გურამ დოჩანაშვილი, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი კლასიკოსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1939 წლის 26 მარტს, თბილისში.
1962 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში.
1975-85 წლებში გახლდათ ჟურნალ „მნათობის” პროზის განყოფილების გამგე. ხელმძღვანელობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად.
არის 30-ზე მეტი ლიტერატურული ნაწარმოებისა და პუბლიკაციის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები