თარგმანის კვირეული – თამარ ლომიძესთან შეხვედრა გაიმართება
5 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება შეხვედრა მთარგმნელ თამარ ლომიძესთან.
თამარ ლომიძის ქართული თარგმანებია:
• ვლადიმერ ნაბოკოვის „ლოლიტა“;
• ფილიპ როთის „ამერიკული პასტორალი“;
• თომას პინჩონის „ლოტ 49-ის გამოცხადება“;
• ერნესტო ჩე გევარას „მოტოციკლისტის დღიური“;
• ჯეფრი იუჯინიდისის „თვიმკვლელი ქალწულები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრის მოდერატორია გიორგი შონია.
შეხვედრა თარგმანის კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელსაც „შაქრო ბაბუა“ 5-9 დეკემბერს უმასპინძლებს. კვირეულის ფარგლებში ქართველი მთარგმნელები ისაუბრებენ მათ მიერ სხვადასხვა დროს თარგმნილ წიგნებზე, შემოქმედებით პროცესსა და თარგმანის მნიშვნელობაზე თანამედროვე ლიტერატურის განვითარებაში.