თოჯინების საერთაშორისო გამოფენის გახსნას კულტურის მინისტრი დაესწრო

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის 27) თოჯინების საერთაშორისო გამოფენა Art Doll Tbilisi 2016 გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.
გამოფენაში მონაწილეობენ მეთოჯინეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: პიარვიევზ გუსეინოვი, ირინა გუნდორინა (აზერბაიჯანი), კატარინა ვეშტაკო, ლაურა სკატოლინი (იტალია), პეტრო პინჩუკი, ოქსანა ვოროპაი (უკრაინა), ვერონიკა სიდო (ჩეხეთი), სვეტლანა ფჩელნიკოვა, ტარვი პინკი – ესტონეთი და სხვა. ღონისძიებაზე ასევე, წარმოდგენილი იქნება 20-მდე ქართველი მეთოჯინის, მათ შორის, თამარ კვესიტაძისა და თორნიკე გოგინაშვილის ნამუშევრები.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  თბილისის მერია; ორგანიზატორი –  საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანება “ჯეოდოლი”, ”Travel Trend” და ”360…“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები