გორში სინაგოგა გაქურდეს – განადგურებულია უნიკალური ხელნაწერები

გორში ებრაელების სალოცავი – სინაგოგა გაქურდეს.
რა მატერიალური ზარალი მიიღო სინაგოგამ, ჯერჯერობით უცნობია. ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილობრივების განცხადებით, მოპარული და განადგურებულია ხბოს ტყავზე შესრულებული ხელნაწერი.
„დანაკარგი ძირითადად ეს არის ხელნაწერები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის ყველაზე დიდი საგანძური ყველა ებრაელისთვის. ნაწილი აღმოჩნდა ციხისძირში, რომელიც არის გადაყრილი და ფაქტობრივად, განადგურებულია. ახლა წვიმამ დაასველა. ნაწილი კი საერთოდ არ ჩანს“, – განაცხადა სიმონ დავითაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არასოდეს ჰქონია. ისინი ვარაუდობენ, რომ მომხდარში ქართველთა და ებრაელთა მტრის ხელი ურევია, რადგან ქართველებსა და ებრაელებს შორის ხიდჩატეხილობას შეუწყონ ხელი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები