საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 10 პროექტს მილიარდი დოლარით დააფინანსებს

  საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების 10 პროექტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა. ცნობილია, რომ პროექტების ფარგლებში დასავლეთ საქართველოში რძის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომლის ღირებულება 50 მილიონი დოლარია. დასავლეთ საქართველოში ასევე იგეგმება 400 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესების კასკადის მშენებლობა, გარდა ამისა, აშენდება რამდენიმე სასტუმრო თბილისში და ერთი სასტუმრო ბორჯომ-ბაკურიანში. “თანხის 60% ენერგეტიკულ სექტორზე ნაწილდება, 20-20% კი – უძრავი ქონებაზე, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზე. ჯამში, საუბარია 1,1 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე საქართველოს ეკონომიკაში”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები