საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის, 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში 11 პირია მიცემული

2015-2016 წლებში ტერორისტული დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პირების მიგრაცია ისლამურ სახელმწიფოში – ამის შესახებ საქართველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ,,ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, რომელთაგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 10 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ საქმე იხილება არსებითად.
„ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო“ გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. აღნიშნული პროცესები უარყოფითად აისახა კავკასიის რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ტერორიზმის საფრთხის აღმოსაფხვრელად – მოხდა ტერორისტული დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენა და მათ ქმედებებს მიეცა სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, 2015-2016 წლებში ტერორისტული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პირების მიგრაცია ისლამურ სახელმწიფოში. ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, რომელთაგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 10 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ საქმე იხილება არსებითად.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომლითაც 2015 წლის მდგომარეობით შეფასებულია მსოფლიო ტერორისტული საფრთხეები, საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, დათმობილი აქვს ცალკე თავი. ჩვენი ქვეყანა აღიარებული იქნა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრად, რომელმაც დახვეწა კანონმდებლობა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები