დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. როგორც “კვირას” უშიშროების საბჭოდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია:
“1. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
მომხსენებელი – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
2. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის განხილვა
მომხსენებელი – შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე
3. თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხის განხილვა
მომხსენებელი – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
4. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა
მომხსენებელი – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვა
მომხსენებლები – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები