ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კლინიკა „ლანცეტს“ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 9 ნოემბერს გამოსცა.
ბრძანების საფუძველზე კლინიკის მიერ ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა ძალადაკარგულად ცხადდება. ამასთან, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ხელმძღვანელობა თითქმის მთლიანად შეიცვალა.
როგორც ჟურნალისტებს კლინიკა „ლანცეტის“ უკვე ახალმა დირექტორმა, კახი კარიაულმა განუცხადა, მიმდინარეობს რეორგანიზაცია. რაც შეეხება “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” ინფორმაციას, კლინიკა “ლანცეტში” ორი პაციენტის გარდაცვალებას, რომლებიც ტრანსპლანტაციის შემდეგ სისხლდენით დაიღუპნენ, კახი კარიაულმა განაცხადა, რომ ფაქტებს ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.
„რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, ვერც ვადასტურებ და ვერც უარვყოფ. მე ეს ინფორმაცია ტელევიზიიდან გავიგე. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტორს რეგულირების სააგენტო. გამოძიების დაინტერესების შეთხვევაში, თანახმა ვართ შესაბამისი დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყებებს მივაწოდოთ“,-აღნიშნა კახი კარიაულმა.15134754_1295339013821922_6091822542859899701_n
2016 წლის, მარტში კლინიკა „ლანცეტში“ 25 წლის მამუკა სალთხუციშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, მამუკა სალთხუციშვილის გარდაცვალების გამო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართეს.
გარდა ამისა, კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა“ სასამართლოს მიმართა. „ადამიანთა უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ექიმებს, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს, არ ჰქონდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ლიცენზია, დაცული არ იყო ყველა ის პროცედურა, რაც ტრანსპლანტაციისთვის არის საჭირო.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, ერთ-ერთმა პაციენტმა გიორგი ჩუბინიძემ კლინიკა „ლანცეტს“ 2016 წლის თებერვალში მიმართა. მას უთხრეს, რომ ოპერაციისთვის 40 ათასი აშშ დოლარი სჭირდებოდა, რაც პაციენტს არ ჰქონდა.
„კლინიკამ ჩუბინიძეს გააფორმებინა ვალის აღიარების ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულებაში არც კლინიკა „ლანცეტი“ იყო მოხსენიებული და არც ვალის დანიშნულება. სასწრაფო ოპერაციისთვის პალატაში შეყვანილ გიორგი ჩუბინიძეს გადასხმის აპარატი მოუხსნეს და სესხის გასაფორმებლად ნოტარიუსთან გადაიყვანეს. შემდეგ ჩატარდა ოპერაცია. მეხუთე დღეს კი ჩუბინიძეს დაეწყო სისხლდენა და რამდენიმე დღეში პაციენტი გარდაიცვალა. ასევე კლინიკა „ლანცეტში“ მოხდა კიდევ ერთი პაციენტის კარლო კეკელიძის გარდაცვალებაც, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის 99 ათასი ლარი გადაახდევინეს”, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ცნობისათვის: კლინიკა „ლანცეტის“ მფლობელი ფარმან ჯეირანლია, ხოლო კლინიკის გენერალური დირექტორი ზაზა ხოსროშვილია.

15094284_1295339253821898_3959961136348473712_n
15135796_1295339113821912_4940297776483469711_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები