„ნასა“ – პლუტონის ზედაპირის ქვეშ „ტალახის ოკეანეა“
„ნასას“ ასტრონომებმა დაადგინეს, რომ პლუტონის ზედაპირის ქვეშ ტალახის ოკეანე მდებარეობს. სწორედ ის აძლევს პლანეტას ასეთ ფერს.
ასევე ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ამ ნახევრად თხევად მასას პლუტონის სიმძიმის ცენტრის შეცვლა შეუძლია.
ლონდონის იმპერიის კოლეჯის წარმომადგენელი, პროფესორი მარტინ სიგერტი ვარაუდობს, რომ პლუტონის ზედაპირის ქვეშ არსებული ოკეანე ძალზე მლაშეა და ის აზოტით მდიდარია, ასევე იქ ძალზე დაბალი ტემპერატურაა, რაც დედამიწის და იუპიტერის თანამგზავრის, ევროპის წყლის მასებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
დედამიწისა და მთვარისგან განსხვავებით, პლუტონი და მისი თანამგზავრი ჰარონი ყოველთვის ერთი მხრით არიან ერთმანეთის მიმართ, რაც, მნიშვნელოვანწილად, პლუტონის „ტალახის ოკეანის“ დამსახურებაა.