პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შესახებ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო ჯერ უცნობია, როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება 2016 წლის პარლამენტის არჩევნების შესახებ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო ჯერ უცნობია როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დეპუტატებისგან არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს და პრეზიდენტი შესაბამის სამართლებრივ აქტს გამოსცემს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები