გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

გლდანში, „სმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ერთი მათგანი ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მეორე კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ერთი მათგანი გარდაცვლილი იყო, როცა შემთხვევის ადგილზე გავედით, მეორე მამაკაცის მდგომარეობა პირველადი დათვალიერებით საშუალო სიმძიმისაა, იყო პოლიტრამვები, ის მე-5 საავადმყოფოში გადავიყვანეთ“, – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები