ზვიად ძიძიგური: არც ერთ გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე არ მივიღებთ

“კონსულტაციები გაიმართება ყველა თემაზე, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას შეეხება”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ძიძიგური თვლის, რომ მათი ოპონენტების მხრიდან კონსტიტუციურ უმრავლესობაზე საუბარს უსაფუძვლოს უწოდებს, რადგან, მისი განცხადებით, კონსტიტუციაში თუ რაიმე ცვლილება შევა, ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ საზოგადოებასთან შეთანხმების შემდეგ.
“თითოეული მნიშვნელოვანი საკითხი გახდება ფართო დისკუსიის საგანი. როცა კონსტიტუციურ უმრავლესობაზე საუბრობდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს ნებაზე შევცვლიდით რაღაც საკითხებს კონსტიტუციაში, ეს რასაკვირველია, უსაფუძვლო ბრალდებები იყო, რადგან ყველა საკითხი, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, არ მოხდება საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იმ უფლებამოსილებაში დაასრულებს ვადას, რაც ამჟამად გააჩნია.
“პრეზიდენტი თავისი ვადის ამოწურვამდე იქნება იმ უფლებებით, რაც დღემდე გააჩნდა. სამომავლოდ რა გადაწყდება, ესეც საზოგადოებისა და პარლამენტის შეთანხმების შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები