მამუკა კაციტაძე: საჭიროა ერთიანი ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბება

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს უნდა მოხდეს რესურსების კონსოლიდაცია და ძალთა გაერთიანება”, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაციტაძე ერთიანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე საუბრობს და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“დღესდღეობით, რასაც პარტიები აცხადებენ პოლიტიკურ გაერთიანებაზე, არის მხოლოდ პოსტსაარჩევნო განცხადებები, კონკრეტულად ჯერ არაფერზეა საუბარი, თუმცა უნდა ჩამოყალიბდეს ძალთა კონსოლიდაციის მადემონსტრირებელი ერთობა.
აქ უნდა გაერთიანდეს ყველა ოპოზიცური ძალა. მე გეგმასაც მოვიაზრებ ამასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ უნდა ვიფიქროთ, არამედ ქმედითი ნაბიჯებიც გადავდგათ ძლიერი ერთობის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში ორპოლუსიანი პოლიტიკის შესაცვლელად“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები