სირიაში ამბოხებულები კონტრშეტევაზე გადავიდნენ

სირიის ქალაქ ალეპოში ოპოზიციის ნაწილები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ოპოზიციური ქვედანაყოფები ბლოკადის გარღვევას ცდილობენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით,  შეტევაში ყველა ამბოხებული დაჯგუფება მონაწილეობს. ეს, ძირითადად, ალეპოს გარეთ არსებული დაჯგუფებებია, მაგრამ მას, სავარაუდოდ, ქალაქში მყოფი ამბოხებულებიც დაუჭერენ მხარს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეტევის კიდევ ერთი ობიექტი ხმეიმიმის ავიაბაზა გახდა, სადაც რუსული ავიაციაა განთავსებული.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო თვეში რუსული ავიაციის და ბაშარ ასადის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 500 ადამიანი დაიღუპა და 2 ათასზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები