“საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან წევრების არგამოწვევა არანაირ კავშირში არ არის “ნაცმოძრაობასთან”

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, კომისიის წევრთა გამოწვევა პარტიის გადაწყვეტილებაა და მას არც ერთ პარტიასთან არ  აქვს კავშირი.
კეკენაძის თქმით, საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან, კომისიის 385 წევრია გამოწვეული, დანარჩენი კი, მოვალეობის შესრულებას კვლავ შეძლებს.
“385 კომისიის წევრი გამოვიწვიეთ საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან. იმ ოლქებიდან, სადაც მეორე ტური ტარდება, ნაწილობრივ გამოვიწვიეთ კომისიის წევრები, ეს უბნებია: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რამდენიმე უბანია აჭარის, იმერეთის და კახეთის. ეს არის ის უბნები, სადაც გარკვეული კითხვის ნიშნები გვაქვს. სადაც არ გვაქვს კითხვის ნიშნები და არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე დარღვევა მოხდა ჩვენი კომისიის წევრების მიერ, იქ ვტოვებთ მათ”,-განაცხადა კეკენაძემ.
ამასთან, თამარ კეკენაძის თქმით, კომისიის წევრების არგამოწვევა არანაირ კავშირში არ არის “ნაციონალურ მოძრაობასთან”, “ოცნებასთან” ან რომელიმე სხვა პარტიასთან.
“ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. სადაც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი კომისიის წევრები, რომლებმაც 8 ოქტომბრის არჩევნები ჩააატარეს პატიოსნად, კვალიფიციურად, რჩებიან ადგილზე. სადაც გვაქვს კითხვის ნიშნები, მოხდა ამ ადამიანების გამოწვევა”,- განაცხადა კეკენაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები