სადახლოზე, სარფსა და ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

“სადახლო-საავტომობილო” გამშვებ პუნქტზე, ასევე, სგპ “სარფსა” და „ყაზბეგში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კანონდარღვევის 2 შემთხვევა 18-24 ოქტომბერს, (საერთო წონით 170.26 გრ.) სგპ „სადახლოზე“ დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10,365.09 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 10,365.09 ლარის ოდენობით.
სგპ „სარფსა“ და „ყაზბეგში“ გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 25,024.07 ლარი შეადგინა (წონა 386.2 გრ.). საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სამართალდამრღვევ მგზავრებს, სანქციის სახით, დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 25,024.07 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები