"დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტი იქნება წარმატებული"

 შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უკრაინაში განვითარებული მოვლენების და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით წარიმართება.
“ჩვენ გვაქვს სერიოზული შეხვედრები დაგეგმილი ძალიან მსხვილ და ძალიან სერიოზულ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები. სწორედ ახლა, იმ ეტაპზე ვართ კონკრეტულ ინვესტორებთან, რომ მათი წინადადებები განვიხილოთ და ჩვენ ჩვენი პროექტები წარვუდგინოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება გასული წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან არის ის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, როგორიც არის „დატა ჯგუფი“ შემოვიდა საქართველოში და განახორციელა ძლიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები”, – აღნიშნა ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები