„თბილისი მარათონის“ გამარჯვებული ცნობილია

„თბილისი მარათონი“ 2016 დასრულდა. მასშტაბური გარბენის მონაწილემ, საბა ხვიჩიამ, წელს ფინიშის ხაზი 32 წუთსა და 57 წამში გადაკვეთა. საერთაშორისო გარბენი წელს უკვე მეხუთედ გაიმართა და მასში 2000-ზე მეტი მსურველი მონაწილეობდა.
სპეციალური პროექტი „თბილისი მარათონი“, რომელიც გერმანული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის “HeidelbergCement“ -ის ორგანიზებით ტარდება, საქველმოქმედოა.
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები