განიხილება თუ არა კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე – რას პასუხობს კობახიძე მედიას

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გაიმართება.
“ამაზე არ გვქონია მსჯელობა, ჯერჯერობით კონსულტაციები არ გამართულა. ალბათ, მეორე ტურს დაველოდებით და ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები”,- აღნიშნა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განმარტებითაც,  მხოლოდ მეორე ტურის  შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი,  ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატურად ირაკლი კობახიძე განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები