დავით ნარმანია: ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს ქვეყანას, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს

„ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს ქვეყანას, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, იგი ცუდს ვერაფერს ხედავს თუკი ხელისუფლებას „ქართული ოცნების“ სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს.
„დამკვეთი არის მისი უზენაესობა ამომრჩეველი, ამომრჩევლის დაკვეთა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს „ქართული ოცნების“ სახით საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაშიც ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ასე რომ, მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები