მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

“მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას” , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მარტო აჭარაში გაუქმებული (ესე იგი ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი. ფაქტების უკეთესი ანალიზი მოვახდინოთ და როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფიორის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს.
მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინედ აგროვებს ამ მტკიცებულებებს”,-წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები