კონკურსი „თბილისი 2016“ დასრულდა – გამარჯვებულებს ხვალ დააჯილდოებენ

​კონკურსი „თბილისი 2016“ დასრულდა. კონკურსში გამოვლენილი ნომინანტების დაჯილდოების ცერემონია ხვალ გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი„თბილისი“, რომლის მიზანიც ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირების ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და წახალისებაა, წელს მეორედ ტარდება. როგორც „კვირას“ კონკურსის ორგანიზატორმა, თიკა რუხაძემ განუცხადა, წელს კონკურსში მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო.
მისი თქმით, ჟიურის წევრებმა, თვენახევრის განმავლობაში, მაქსიმალურად იმუშავეს და ნომინანტებს შორის რჩეულები გამოავლინეს. თიკა რუხაძის ინფორმაციით, თითოეულ ნომინაციაში დასახელებულია რამდენიმე რჩეული, გამარჯვებულებს კი ხვალ დაასახელებენ.
მისი თქმით, დაჯილდოების ცერემონიალი, თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, 2016 წლის 16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართება.
კონკურსის მონაწილეებს საკუთარი ნამუშევრები შემდეგ ნომინაციებში უნდა წარედგინათ: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ (სკოლის მოსწავლეთათვის), წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები, წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები,წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები და ჟიურის სპეციალური პრიზი.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის, „თბილისის“ საორგანიზაციო ჯგუფი თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის კონკურსში მონაწილეობისთვის და იმედოვნებს, რომ ყოველწლიურად შემოქმედთა აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის, „თბილისის“ წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ კოდიფიცირებული სამასზე მეტი ნაშრომიდან ფინალისტები გამოავლინა, რომლებსაც ნომინაციებისა და ანბანური თანმიმდევრობით წარმოგიდგენთ :
​წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები:
დავითაშვილი ნატალია – „აიას გზა“
თოფურია თეა – „მამლუქი“
კვირტია აქვსენტი (ბაჩო) – „ბამბის ნამცეცი“
ლდოკონელი მაკა – „ოციდან ოცდაათამდე ცხენკუდა“
ლებანიძე შორენა – „მანანა
ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“
მეგრელიშვილი გურამი – „ალტერნატიული საქართველოს ამბები“
რჩეულიშვილი მირიანი – „საუბრები დიდი ზღვის სანაპიროზე“
რუხაძე რუსუდანი – „ოქროს სარაია“
ყურაშვილი ცირა – „სახვეპელი“
ჩხიკვაძე ვანო – „ქულა“
წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები:
აბუსელიძე როინი – „ჩვენებურები“
დანელია ბართლომე (ბათუ) – „თოვლის მეფე“
დოლიძე გენრი – „თოვლის თარგმანი“
სადღობელაშვილი ნინო – „ზღაპარი ფანჯრიდან დანახულ ხეებზე“
ქევანიშვილი ეკა – „მეშახტის ცოლის სიმღერა“
ჩიტიშვილი მანანა – „დღევანდელობის ჰორიზონტიდან“
ცუცქირიძე ლელა – „მამის სახლი“
წლის საუკეთესო ესსე („ჩემი ვეფხისტყაოსანი“ – სკოლის მოსწავლეთათვის)
ბუდაღაშვილი ლიზი – „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“
ფირცხალავა ელისაბედი – „ვეფხისტყაოსნის თარგმანის მნიშვნელობა“
ჭელიძე სოფიო – „ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის“
წლის საუკეთესო სიმღერა:
ვარსიმაშვილი გიორგი – „ზეგ“
კახიანი ეკა, ბადურაშვილი ნინი – „ელენეს“
ჩაჩავა ნინო – „ჩვენ მოვდივართ“
წლის საუკეთესო ფერწერა:
დუმბაძე დიმიტრი, – „მიტოვებული სოფელი“
შხვაცაბაია ლილი – „შეხვედრა ოაზისში“

წლის საუკეთესო ქანდაკება: ზაქარაია გენადი

წლის საუკეთესო ფოტოხელოვნება:
ბენდელიანი სალომე – „მიტოვებული სახლი“
ნიქაბაძე ანი – „თბილისის დეტალები – აბანოთუბანი“
ოსეფაიშვილი იზოლდა, „მოპასანის საუკუნე“

წლის საუკეთესო არქიტექტურა:
მოსულიშვილი გიორგი – „არქიტექტურული ოფისი ჭონქაძეზე“
მუშკუდიანი ლევანი – „ორბელიანების სასახლის რეკონსტრუქცია“
ჩხეტია გოგა – „Rooms Hotel თბილისი“
დაჯილდოების დღეს, თითო ნომინაციაში დასახელდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის -გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი), რომელიც სპეციალურად ამ კონკურსისთვის გიორგი (გია) ჯაფარიძემ შექმნა. გამარჯვებული ავტორებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დააწესა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1500 ლარის ოდენობით. სპონსორები ასევე კონკურსის ფინალისტებსაც დააჯილდოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები