რამაზ საყვარელიძე: დღევანდელი ნაბიჯის გამო, ისინი ბარიერს ვერასოდეს გადავლენ

პარტიები, რომლებიც დღეს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ოღონდ ხელისუფლებას მიუახლოვდნენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა “2030“ – ში განაცხადა.

„აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოს და ამომრჩეველმა თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ მხარი, საერთოდ არ აინტერესებთ, ქვეყანაში ძალადობაა თუ არაძალადობა, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი ნაბიჯის გამო, ეს პარტიები ბარიერს ვერასოდეს გადავლენ. „ისინი ივანიშვილმა წამოწია, გვერდით დაიყენა, ხელისუფლებაში გაიყვანა და ახლა ყველა უკან ბრუნდება. დღევანდელი ნაბიჯის გამო, ისინი ბარიერს ვერასოდეს გადავლენ. მეტ-ნაკლებად რაინდული ალასანიას გუნდის ნაბიჯი იყო, როცა თქვეს, რომ არ გამოუვიდათ და წავიდნენ. ამდენად, ამ გუნდს შემობრუნების პოტენციალი აქვს, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ დღეს მიშას მხარეს იყვნენ, მეორე დღეს წინააღმდეგ და მესამე დღეს ისევ მიშას დაბრუნება უნდათ, რაზე უნდა ელაპარაკო“, – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები ვერ მიხვდნენ, რომ 90-იან წლებში, ან თუნდაც, მოგვიანებით პერიოდში აღარ ცხოვრობენ.
„მათ ის შაბლონი აიღეს, რაც ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს – აგინე ხელისუფლებას და ამით ხმებს მიიღებ და გამორჩათ, რომ მოსახლეობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობა უფრო მიუღებელია, ვიდრე ხელისუფლება მთელი თავისი შეცდომებით, რადგან იქ დანაშაულია, აქ კი, პოლიტიკური შეცდომები“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები