აშშ-ს ელჩი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
იან კელიმ მარნეულის ინციდენტზეც გაამახვილა ყურადღება. “იყო ძალადობისა და დაშინების ფაქტები, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მკაცრად ვგმობთ და განსაკუთრებით, როცა არჩევნების დღეს ხდება ასეთი რამ, უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად საგულდაგულოდ და დეტალურად გამოიძიებს აღნიშნულ ფაქტებს. გავიმეორებ იმას, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ამაში მარნეულის ინციდენტსაც ვგულისხმობდი. საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი იყო და პოლიციის თანამშრომელიც დაშავდა. იმედია სახელმწიფო გამოიძიებს ამას ბალანსირებული გზით“, – განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, მეორე ტური წინ არის და აუცილებელია იყოს მშვიდი გარემო.

„მეორე ტური წინ არის და აუცილებელია, გარემო იყოს მშვიდი, წყნარი და არ იყოს დაშინების ფაქტები”, – აღნიშნა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები