“ქუთაისიდან ევროპაში 19 ევროდ, უვიზოდ რომ გაფრინდებით, გამიხსენეთ მე”

ყოველთვის, როდესაც რაიმე პატარა სიხარული გვექნება, ქუთაისიდან ევროპაში 19 ევროდ, უვიზოდ რომ გაფრინდებით, გამიხსენეთ მე – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ”Palitranews”-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა“ განაცხადა.

”ყოველთვის, როდესაც რაიმე პატარა სიხარული გვექნება, ქუთაისიდან ევროპაში 19 ევროდ, უვიზოდ რომ გაფრინდებით, გამიხსენეთ მე, გაიხსენეთ ის ხალხი, ვინც ქუთაისის აეროპორტი გააკეთა, ვინც იაფი ფრენები მოაწყო. ეს ხალხიც არ არის დასაკარგი – ისინი სააკაშვილის დროინდელი ხალხია. ისე არ მინდა დავხატო, რომ ”რესპუბლიკელების” 1.55%-ის გამო ამ პარტიის ყველა სიკეთე დასრულდა და ამიტომ ჩემი ლექციებიც აღარ ვარგა. ჩვენ ასე არ ვუყურებთ – ცხოვრება გრძელდება, მათ შორის გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრებაც”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილმა “რესპუბლიკური პარტიის“ შესაძლო, დატოვების საკითხზეც ისაუბრა.

”რესპუბლიკური პარტიიდან” ჩემი გასვლის ერთადერთ საბუთს ჰქვია საბუთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ – მანამდე მე ამ პარტიის წევრი ვიქნები“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები