“ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილნი არიან დროებით და მალე, ღვთის წყალობით ერთად ვიქნებით”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ემიგრანტებს, ასევე, ტურისტებს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილნი არიან დროებით და მალე, ღვთის წყალობით ერთად ვიქნებით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას, ვინც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა“, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები