IRI: 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა წყნარ და მშვიდ გარემოში და ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება

“8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა წყნარ და მშვიდ გარემოში და ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება“,-ამის შესახებ განცხადება IRI-ს პრეზიდენტმა, მარკ გრინიმ საპარლამეტო არჩევნების შეფასებისას, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მარკ გრინმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში ქართველი ამომრჩეველი და პოლიტიკური სპექტრი მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფას ეცდებიან.
„მართალია ეს არჩევნები არ იყო იდეალური, მაგრამ ძირითადად ის ჩატარდა წყნარ და მშვიდ გარემოში, იყო კარგად ადმინისტრირებული და როგორც ჩანს, ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ 8 ოქტომბერი არ არის პროცესის დასასრული, პირიქით, ის არის პროცესის დასაწყისი.
ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო პერიოდში, არჩევნების შემდეგ, როგორც ქართველი ამომრჩეველი, ასევე პოლიტიკური სპექტრი, იქნება მშვიდი და ეცდებიან, უზრუნველყონ მშვიდობიანი გარემო იმისათვის, რომ მთლიანი საარჩევნო პროცესი წარმატებით გაგრძელდეს.
IRI-ს სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს მუშაობას საქართველოში მეორე ტურის დასრულებამდე და შევეცდებით, კონსტრუქციული წვლილი შევიტანოთ საარჩევნო პროცესში, თუმცა ამ არჩევნებმაც დატოვა გარკვეული ხარვეზები, რაც გამოსწორებასა და განვითარებას საჭიროებს“,-განაცხადა მარკ გრინიმ.
​, რომ არჩევნების დღეს IRI-ს სადამკვირვებლო მისია 200-ზე მეტ საარჩევნო უბანს აკვირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები