აღარასოდეს ვიბრძოლებ იმ ქვეყნისთვის, სადაც ჯალათს მეტ პატივს სცემენ, ვიდრე პატრიოტს – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის რაიონში “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს, იმედგაცრუებულია და აცხადებს, რომ ცხოვრებაში პირველად აღარ სურს იბრძოლოს ისეთი ქვეყნისთვის, სადაც პატრიოტზე მეტად, პატივს ჯალათს სცემენ. ​როგორც ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, იგი აღარც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აპირებს და ბიზნესის სფეროს დაუბრუნდება.

“პირველად ცხოვრებაში, ბრძოლის სურვილი აღარ მაქვს, პირველად ცხოვრებაში, ვიგრძენი რა არის “გაყიდული თამაში”! მე არასოდეს აღარ ვიბრძოლებ იმ ქვეყნისთვის, სადაც ჯალათს მეტ პატივს სცემენ, ვიდრე პატრიოტს! დიდი მადლობა იმ ადამიანების ჯარს, ვინც გვერდით დამიდგა და სჯეროდა ჩემი… მე ვუბრუნდები ბიზნესს, არ ვაპირებ არანაირ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, რადგან მიმაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო დააზიანებს ჩემს პაწაწინა გაყიდულ საქართველოს… P.S მაინც უნდა ვთქვა რა… აი, სულ რომ ცოცხები გაგიყარონ, ციხეები გადაავსონ და საბოლოოდ, კოლონიას დაგვამსგავსონ, ჩემდა თავად, ხმის ამომღების….”,- წერს ლალი მოროშკინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები