დავით თევზაძე: ის, რომ ყველა კვლევით “ქართული ოცნება” ლიდერობს, ამაზე არავინ დაობს

„დავით თევზაძე–საქართველოს მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე საარჩევნო პროგნოზს აკეთებს. თევზაძის სურვილია, საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიული იყოს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოსახლეობას მეტ გამბედაობას ურჩევს. დავით თევზაძე თვლის, რომ “ქართული ოცნება” დღეს სალიდერო პოზიციაზეა.
“ის, რომ „ქართული ოცნება“ ლიდერი,ა ამაზე არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დაობს, ამიტომ აჟიოტაჟის ატეხვა, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, უსაფუძვლო იქნება.
მოსახლეობა ცოტა შეშინებულია აფეთქების გამო. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, მივიდნენ და გააკეთონ არჩევანი, რადგან 8 ოქტომბერი მათი დღეა.
მე სურვილი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა დავით თევზაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები