კნუტ ფლეკენშტაინი: ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან შეთანხმებას ორი დღის განმავლობაში მიაღწევს

„ევროპარლამენტი, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიაღწევს“, – ამის შესახებ კნუტ ფლეკენშტაინმა, სტრასბურგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე დასრულდება.
“როგორც იცით, Libe-ს კომიტეტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი ასევე მისცემს ხმას ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ერთი შიდა პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც უახლოესი ორი დღის განმავლობაში ვეცდებით. საუბარია შეჩერების მექანიზმზე, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, რომელიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებს. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღებას მიმდინარე კვირას შევძლებთ. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგამდე გრძელი გზა არ დაგვრჩენია”, – განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, სტრასბურგში ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
მთავარი განსახილველი საკითხი ვიზალიბერალიზაცია და მასთან დაკავშირებული პროცედურები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები