მცხეთის რაიონის რამდენიმე სოფელს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, მცხეთის რაიონის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
შეზღუდვა  ძეგვის, ციხედიდის, ხეკორძის და შიო მღვიმის აგარაკების 1295 აბონენტს შეეხება.
როგორც კომპანია ”ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება  ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები