ალექსანდრე ჯეჯელავა: საგნის გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი

საგნის გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსადრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ჯეჯელავამ განმარტა, საგნის გამოცდაზე ყველა გავა.
”საგნის გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი. ყველა გავა საგნის გამოცდაზე, რა ქულებსაც მიიღებს, იმ ქულების შესაბამისი კრედიტები მოხვდება მის ყულაბაში. გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა – ამას ვანებებთ თავს. პედაგოგიური უნარების გამოცდა, რომელიც თქვენ გახსოვთ, იყო რაღაც ეტაპზე, დაბრუნდება და ისიც იქნება უბარიერო გამოცდა. ყველა გავა გამოცდაზე და ნახავს, შეაფასოს თავისი უნარები და შესაძლებლობები. ამის გარდა, ვაპირებთ 5-6 ახალი კომპონენტი შემოვიტანოთ სქემაში. მე ვფიქრობ, ერთ თვეში თქვენ წერილობით ნახავთ ამ სქემას”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები