პაატა ბურჭულაძის პარტიას ქირის გადაუხდელობის გამო მთავარ ოფისში აღარ უშვებენ – “ოფისიდან ავეჯი გაჰქონდათ”

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრებს ცენტრალურ ოფისში დავალიანების გადაუხდელობის გამო არ უშვებენ.
აღმაშენებლის ქუჩაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის სათაო ოფისი კომპანია  Real Invest-ის შენობაში მდებარეობს. კომპანიის დირექტორის უშანგი ბუჩუკურის თქმით,  პაატა ბურჭულაძის პარტიას გადასახდელი აქვს ფართის დავალიანება – 54 000 დოლარი. მისი ინფორმაციით, თანხა ამ დრომდე არ არის გადახდილი. როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, დღეს დილით პარტიის წევრები  ოფისს ცლიდნენ, ინვენტარი გაჰქონდათ და მანქანაში აწყობდნენ.
„ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ გადაეხადათ დავალიანება, მეორე დღეს კი ოფისიდან ავეჯის გაზიდვა დაიწყეს. მე შემატყობინა დაცვამ, მოვედი და პარტიის წევრებს ავეჯი არ გავატანეთ, დავლუქეთ პარტიის ოთახები და ველოდებით სამ საათს, რომ მივიღოთ ზუსტი პასუხი, როდის გადაიხდიან დავალიანებას. ეს ყველაფერი ყოვლად წარმოუდგენელია, გაუგებარია სად მიჰქონდათ ჩუმად პარტიის ინვენტარი”, –  განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს” უშანგი ბუჩუკურმა.

წყარო:http://primetimenews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები