ირაკლი კობახიძე: „რუსთავი 2″-მა “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გააყალბა

რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2″-მა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებიც კი გააყალბა, –  ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2″-მა ბიძინა ივანიშვილის სიტყვებიც კი გააყალბა. მას მსგავსი არაფერი უთქვამს. ეს ძალიან მარტივად შეგვიძლია ვნახოთ დაუმონტაჟებელი მასალის საშუალებით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს დაახლოებით 150-200 ათასი მხარდამჭერი, რაც პროცენტებში თუ გადავიყვანთ, 15%-ს შეადგენს. 30% საერთოდ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი, ბატონმა ბიძინამ ეს თქვა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. რეალურად მასალა იყო დამონტაჟებული.
„ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი არის 15% და ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ მოვიპოვოთ 50%-ზე მეტი, ამხელა სხვაობაზეა საუბარი და ეს თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის არსებული რეალობა. სხვათაშორის, კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ „ნაციონალების” მხარდამჭერთა უმრავლესობაც კი დარწმუნებულია „ქართული ოცნების” გამარჯვებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები